QR Art
QR პოეზია
QR მუსიკა

კონცეფცია

გამარჯობა მე დავით დელგმა ვარ. მსურს ჩემსა და სანდრო მჭედლიშვილის პროექტზე გესაუბროთ. QR Art ასე ჰქვია ჩვენს ახალ წამოწყებას, რომლის შემადგენელი ნაწილი და პირველი ეტაპი QR პოეზიაა. თქვენ ამ გვერდზე ქუჩაში  გაკრული კოდის სკანირების შედეგად მოხვდით. ჩვენ გვსურს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მივიზიდოთ ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები. ძირითადი აზრი მდგომარეობს შემდეგში, გვსურს შევქმნათ პლატფორმა, რომელსაც გამოიყენებენ დამწყები არტისტები, რათა თავიანთი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნონ. რაც შეეხება ამ უკანასკნელ ექსპერიმენტს. სამიზნე ქალაქად ქობულეთი შევარჩიეთ. ჩვენ გვაინტერესებს გამოიჩენენ თუ არა ადამიანები ინტერესს აღნიშნული კოდების მიმართ, რაც შემდგომში დაეხმარება ჩვენს ჯგუფს განვითარებასა და მომავალი მიზნების სწორად დასახვაში. საწყის ეტაპზე რამდენიმე თანამედროვე ხელოვანის ნაწარმოებებს გთავაზობთ. დიდი მადლობა თითოეულ გამვლელს კოდის სკანირებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სოციალურ ქსელში
Facebook
დავით დელმა
სანდრო მჭედლიშვილი
Instagram
სანდრო მჭედლიშვილი
დავით დელგმა

Comments

Popular Posts